Saturday, March 5, 2016
ტრენინგის მეცხრე დღეს ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევარი,, ინტელის ტრენინგი იყო ნაყოფიერი და საინტერესო, ვისწავლე სასწავლო პროექტებზე მუშაობა, ტრენინგის მეცხრე დღემ საინტერესოდ გაიარა, ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო , რაც აქამდე შეუძლებლად მიმაჩნდა -უკვე შესაძლებელია,ტრენინგმა სიღრმისეულად ჩაგვახედა პროექტებით საწავლებაში.
Friday, March 4, 2016
Sunday, February 28, 2016
დგევანდელი ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევქმენით და განვამტკიცეთ შეფასების რუბრიკები, განვიხილეთ მოდული 6 ,ბლუმის და გარდნერის ინტელექტი გათვალისწინებით დიფერენცირებული სწავლება- მიდგომა კონკრეტული დავალებისადმი , კონკრეტული წვდომა თუ რა მოთხივნებს ვაყენებთ მოსწავლის წინაშე, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,სადაც მოსწავლეს თავად აქვს საშუალება -აირჩიოს რომელი დონის მიხედვით იმუშავებს. ტექნიკური უნარჩვევების განვითარების მიზნით ,ინტერნეტ რესურსების ატვირტვა- ჩამოტვირთვა.
Saturday, February 27, 2016
ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, თვითშეფასებით და უკიკავშირებით. გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, განვიხილეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტი, მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკა- ქულების მითითებით, შეფასების დაგეგმვა, მოდული 5- მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება.
Sunday, February 21, 2016
დღევანდელი ტრენინგით განვამტკიცეთ და დამატებით განვიხილეთ ონლაინ კოლაბორაციის საშუალებები , ფაილის გაზიარება, ჯგუფის შექმნა , ვიდეოზარი ,როგორ ვიმუშაოთ ისე , რომ შევძლოთ ერთმანეთის ნაშრომების გაცნობა და ჩვენი აზრის გაცვლა შრმის პროცესში, თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით. განვიხილეთ მოდული 4 . სასწავლო ნიმუშების შექმნა: მოსწავლის ნაშრომის შექმნა , თუ როგორ მოვირგოთ მოსწავლის როლი პროექტთან მიმართებაში, რათა დავინახოთ რამდენად რეალისტურია დაგეგმილი პროექტი და შეესაბამება მოსწავლის შესაძლებლობებს, შევადგინეთ პროექტის მონახაზი მოსწავლის თვალით, სადაც ჩანს პროექტის არსი, რომელსაც წარმოვადგენთ სლაიდის სახით.
Friday, February 19, 2016
დღევანდელი ტრენინგ კურსის შედეგად განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების მეთოდები, რომლის საშუალებითაც შევძლებთ მოსწავლეთა მზაობის შემოწმებას, დაგეგმილი პროექტის პროგრესის მონიტორინგს, როგორ შევძლოთ თვიტრეგულაცის და თანამშრომლობის ხელშეწყობა, გაგების ხარისხის შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. როგორ შეძლონ გაგების ხარისხის დემონსტრიება. , შევიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა _ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში, პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. გადავედით მესამე მოდულზე - კავშირები- ონლაინ კოლაბორაციისთვის.
Sunday, February 14, 2016
Saturday, February 13, 2016
დღევანდელი ტრენინგ კურსი შედეგიანი და ნაყოფიერი იყო. გავეცანით ერთმანეთის პროექტ- იდეებს, განვიხილეთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები და მიდგომები, როგორ ჩავრთოთ მოწსავლეები მშობლები და საზოგადოება პროექტში. გავეცანით შაბლონის გმოყენებას გეგმის სრყლყოფილად შედგენის მიზნით, შევისწავლეთ დრაივში ფაილების მართვა გეგმის დეტალურად გაწერის მიზნით, განვიხილეთ პუბლიკაციის როლი და გამოყენება პროექტის რეკლამირების მიზნით
Sunday, February 7, 2016
დღე პირველი
დღევანდელი ტრენინგ კურსი ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. გავეცანი პროექტების ნიმუშებს, როგორ უნდა გამოვიყენო პროექტი სასწავლო პროცესში. როგორ გამოვიყენო პროექტის შაბლონები პროექტის დაგეგმვისათვის, ვიმუშაო პროექტზე დამოუკიდებლად და შევქმნა ბლოგები.
Subscribe to:
Posts (Atom)